1.პროექტის სახელი: საქართველოს ეთნოგრაფია (იმერული და მეგრული ოდა)
2.პროექტის მოკლე აღწერა: პროექტი შედგება ისტორიული და პრაქტიკული ნაწილისაგან. მიზნად ისახავს მოსწავლეები გაეცნონ საქარათველოს ისტორიულ კუთხეებს, კერძოდ, იმერეთისა და სამეგრელოს რეგიონს.
3.პროექტის სრული აღწერა: პროექტი ინტეგრირებულია ისტორიის საგანთან. მოსწავლეებმა უნდა მოიძიონ მასალები იმერეთისა და სამეგრელოს ისტორიაზე, კულტურასა და არქიტექტურაზე. პრაქტიკულ ნაწილში, შრომის გაკვეთილზე მათ უნდა შექმნან მცირე ზომის სივრცული მაკეტი. ვიყენებთ სხვადასხვა სამუშაო მასალას (ხე, მუყაო,პენოპლასტი,თიხა). მაკეტის მაშტაბია 1:50. ამ პროექტში მოსწავლეები იყოფიან 3 ჯგუფად.
4.მონაწილეთა ასაკი: 14წ. მე-9 ლკასი.
5.ვადები–ხანგრძლიობა: 3თვე.
6.პროექტის შესაძლო აქტივობები კლასში: სამუშაო ნაწილდება ჯგუფებში. ერთი ჯგუფი მოიპოვებს ინფორმაციას ისტორიაში, მეორე-ფოტო მასალას, ხოლო ერთობლივი მუშაობით შრომის გაკვეთილზე იქმნება სივრცული მაკეტი.
7.მოსალოდნელი შედეგების პროდუქტები,რაც შეიძლება შეიქმნას: შრომის გაკვეთილზე მუშაობის დროს მოსწავლეები მონდომებით ასრულებენ დავალებას.მათ საშუალება ეძლევათ თავისუფლად გამოხატონ თავიანთი შესაძლებლობები, ერთმანეთს დაუკავშირონ სკოლაში და სკოლის გარეთ მიღებული ცოდნა, შექმნან მცირე ზომის სახლის მაკეტი. ეს პროექტი ხელს უწყობს მოსწავლეების სულიერ, გონებრივ, ასევე შრომითი უნარების განვითარებას, რათა მეტად შეიყვარონ და შეიგრძნონ საქართველოს სხვადასხვა კუთხეები.
8.სამუშაო ენა: ქართული.
9.ეროვნული სასწავლო გეგმასთან კავშირ: პროექტი კავშირშია ეროვნულ სასწავლო გეგმასთან. ეს გეგმა მოიცავს ისტორიას და ხალხურ რეწვას. (სასწავლო წლის ბოლოს 27-ე საჯარო სკოლა აწყობს გამოფენას. გამოფენაზე წარდგენილი იქნება მოსწავლეთა ნამუშევრები ამ პროექტის თანხლებით).
10.პროექტის ავტორი: 27-ე საჯარო სკოლის შრომის მასწავლებელი მარინა მავროვა. პროექტის თანამომაწილე ისტორიის მასწავლებელი ირინა ჩაჩავა.
11.ავტორის E-mail: marimavrova@gmail.com.
Подписаться на:
Комментарии к сообщению (Atom)
Комментариев нет:
Отправить комментарий